ახალი ამბები

აფხაზეთში ოპოზიცია საკოორდინაციო საბჭოს ქმნის

15 ნოემბერი, 2024 •
აფხაზეთში ოპოზიცია საკოორდინაციო საბჭოს ქმნის

აფხაზეთის დე ფაქტო ოპოზიცია აცხადებს, რომ საკოორდინაციო საბჭოს ქმნის – „პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად“. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეგრამ-არხი „რესპუბლიკა“ წერს.

არხის ცნობით, ამჟამად აფხაზეთში ოპოზიციონერებს დაკავებული აქვთ ედე ფაქტო სამთავრობო შენობები, ხოლო დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა ლაშა აშუბამ დე ფაქტო პრეზიდენტ ბჟანიასთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციასთან გამართა შეხვედრა.

„საბჭოს“ ერთ-ერთი წევრი, ეშსოუ კაკალია ამბობს, რომ ოპოზიცია ბჟანიასგან გადადგომას ითხოვს, მან კი „დრო ითხოვა“.

აფზაზეთში უკვე რამდენიმე დღეა, რაც დე ფაქტო ოპოზიციის პროტესტი მიმდინარეობს. ისინი რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმებას აპროტესტებენ. ბჟანიამ განაცხადა, რომ კანონპროექტს უკან გაიწვევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი