ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმში ძალოვნები პროტესტის მონაწილეებს წინააღმდეგობას არ უწევენ – “ნუჟნაია გაზეტა”

15 ნოემბერი, 2024 •
სოხუმში ძალოვნები პროტესტის მონაწილეებს წინააღმდეგობას არ უწევენ – “ნუჟნაია გაზეტა”

რუსეთთან საივენსტიციო შეთანხმების დე ფაქტო პარლამენტში განხილვის პარალელურად, შეკრებილი ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები სოხუმში აქციას აგრძელებენ. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამთავრობო შენობის კომპლექსი პროტესტის მონაწილეების მიერ მთლიანად გარშემორტყმულია.

ტელეგრამ არხის, “Нужная Газета-ს” ცნობით, ძალოვანი სტრუქტურები წინააღმდეგობას არ უწევენ პროტესტის მონაწილეებს.

გარდა ამისა, პროტესტის მონაწილეებმა შეანგრიეს ღობეც. პარლამენტის შესასვლელი ღიაა.

გავრცელდა ინფორმაციაც, რომ ბჟანიამ დატოვა პარლამენტის შენობა.

ცოტა ხნის წინ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს ჰქონდათ მოლაპარაკებები პროტესტის მონაწილეებთან, რის შემდეგაც მათ განაცხადეს, რომ გადასცემდნენ დე ფაქტო პრეზიდენტს ხალხის მოთხოვნებს.

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ძალოვნებმა გაზი გაუშვეს.

“ასეთი რამ აფხაზეთის თანამედროვე ისტორიაში ჯერ არ მომხდარა” ,– წერს ტელეგრამ არხი “RESPUBLICA”.

მანამდე ადგურ არძინბამ მოუწოდა დე ფაქტო პარლამენტის სპიკერებსა და თავმჯდომარეს, ჩაატარონ სესია და რატიფიკაციის წინააღმდეგ მისცენ ხმა.

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წინ შეკრებილებმა შენობის ღობე შეანგრიეს. პროტესტი  მოჰყვა დე ფაქტო პარლამენტში საინვესტიციო საქმიანობის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით სხდომას, რომელიც ჩაიშალა.

 

ადგურ არძინბას თქმით, სესია უნდა შედგეს, ხოლო საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნას.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ხელისუფლების დამცველებს” კვერცხები დაუშინეს.

დე ფაქტო პარლამენტის წინ შეკრებილები ითხოვენ, რომ დეპუტატებმა შეთანხმების რატიფიკაციის წინააღმდეგ მისცენ ხმა.

“სანამ წინააღმდეგ არ მისცემთ ხმას, არსად წავალთ”, – სკანდირებენ ისინი.


რუსეთისა და  აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც რუსულ კომპანიებს აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს.აღნიშნულ შეთანხმებას ეწინააღმდეგებიან აფხაზური საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების ლიდერები.დოკუმენტს ხელი მოაწერეს დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა და რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა.

 

“შეთანხმება მოიზიდავს დამატებით რუსულ ინვესტიციებს რესპუბლიკის ეკონომიკაში და, ამრიგად, ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის, წარმოების, ტურიზმის, სანატორიუმების მკურნალობისა და დასვენების განვითარებას. დოკუმენტი ასევე მნიშვნელოვანია, რადგან მისი მოქმედება მიმართულია დამხმარე ინფრასტრუქტურის განვითარებაზე – გაზმომარაგებაზე, წყალმომარაგებაზე, სითბოს მიწოდებაზე, ტრანსპორტზე, სოციალურ და ციფრულ ინფრასტრუქტურაზე”, – განაცხადა რეშეტნიკოვმა.

აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა დოკუმენტზე საუბრისას განაცხადა, რომ ინვესტიციები გადამწყვეტ როლს თამშობს აფხაზეთში დე ფაქტო ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილიზაციის პროცესში.

“ბოლო პერიოდში რესპუბლიკაში მაღალი საინვესტიციო აქტივობა შეინიშნება. 4 წლის განმავლობაში ძირითადი კაპიტალის ინვესტიციების მოცულობა  2,5- ზე მეტით გაიზარდა და გადააჭარბა 11 მილიარდ რუბლს. დადებით დინამიკას ადასტურებს  საშუალო თვიური ხელფასის ზრდაც, მშპ-ს ზრდა და ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლების გაორმაგება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოვახერხოთ თვისებრივად ახალი მიდგომის დემონსტრირება – ვამცირებთ სახელმწიფო ინვესტიციების დონეს და გავზრდით კერძო ინვესტიციების დონეს. ეს არის ხარისხობრივი ცვლილებები, რასაც ხელს შეუწყობს მთავრობათაშორისი შეთანხმება, ვინაიდან საუბარია ძალიან დიდ ინვესტიციებზე. ასეთი საინვესტიციო პროექტები ძირეულად შეცვლის რესპუბლიკაში დასაქმების საერთო სურათს”, – ამბობს ოზგანი.

აღნიშნული დოკუმენტის ძალაში შესვლის პროცედურა ითვალისწინებს “სავალდებულო რატიფიცირებას სახალხო კრებაში – აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი