ახალი ამბები

საქართველოს პოლიტიკა შემაშფოთებელია და დიდი სამხედრო პროექტების გაუქმება გამოიწვია — ფიშერი

14 ნოემბერი, 2024 •
საქართველოს პოლიტიკა შემაშფოთებელია და დიდი სამხედრო პროექტების გაუქმება გამოიწვია — ფიშერი

გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ საქართველოს მიმდინარე პოლიტიკა  შემაშფოთებელია და რამდენიმე მსხვილი სამხედრო პროექტის გაუქმება გამოიწვია.

ფიშერი X-ზე წერს ბუნდესვერის დაარსების დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, რომელსაც საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალი, ირაკლი ჭიჭინაძე მონაწილეობდა.

„ვამაყობ გერმანია-საქართველოს კარგი თანამშრომლობით თავდაცვის სფეროში და გერმანიის მხარდაჭერით საქართველოს თავდაცვის ძალებისადმი. სამწუხაროდ, საქართველოს მიმდინარე პოლიტიკა გერმანიის შეშფოთებას იწვევს და საქართველოში რამდენიმე დიდი სამხედრო პროექტის გაუქმება გამოიწვია“, — წერს ელჩი.

როგორც „ნეტგაზეთს“ გერმანიის საელჩოში განუცხადეს, დეტალური ინფორმაცია სამხედრო პროექტების შესახებ საჯარო არ არის და არ გაიცემა. შესაბამისად, უცნობია, რა სამხედრო პროექტები შეაჩერა გერმანიამ საქართველოში, გარდა „ღირსეულ პარტნიორში“ მონაწილეობისა.

მანამდე ცნობილი იყო, რომ:

  • გერმანიის სამხედროებმა გააუქმეს მონაწილეობა წვრთნებში „ღირსეული პარტნიორი“;
  • გერმანიამ გააუქმა დიდი იურიდიული ფორუმი, რომელიც გასულ წელს თბილისში გაიმართა და ამ ზაფხულს ბერლინში უნდა ჩატარებულიყო;
  • გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ დროისთვის საქართველოს მიმართ რაიმე ახალ ფინანსური ვალდებულებას არ აიღებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი