ახალი ამბები

ჯგუფი „დაიტოვე“ 15 ნოემბერს მსვლელობას გამართავს

12 ნოემბერი, 2024 •
ჯგუფი „დაიტოვე“ 15 ნოემბერს მსვლელობას გამართავს

„ჯგუფი“ დაიტოვე 15 ნოემბერს მორიგ მსვლელობას აანონსებს. მონაწილეები „არჩევნების გაყალბებას“ გააპროტესტებენ.

„პროტესტი გრძელდება! ერთად უკვე დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია მშვიდობიანად გავაჩინოთ წინააღმდეგობის კერა“, – ამბობენ ორგანიზატორები.

მსვლელობა 17-00 საათზე უნდა დაიწყოს, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე.

ჯგუფმა მსგავსი მსვლელობა აქამდეც გამართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი