ტელეგრამ არხი “RESPUBLICA” ავრცელებს ვიდეოს, სადაც აფხაზეთში, კოდორის ხიდზე ოპოზიციის მხარდამჭერებსა და ძალოვნებს შორის დაპირისპირებაა ასახული.
აფხაზეთში პროტესტის ტალღა მოჰყვა რამდენიმე ოპოზიციონერის დაკავებას. 12 ნოემბერს, გვიან ღამით ოპოზიციის მხარდამჭერებმა გუმისთის და კოდორის ხიდები დაბლოკეს. დე ფაქტო მთავრობა აცხადებს, რომ ცენტრალური მაგისტრალების გადაკეტვა სისხლის სამართლის დანაშაულია და დამნაშავეები დაისჯებიან.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ აფხაზური ოპოზიცია 15 ნოემბერს, იმ დღეს, როცა პარლამენტი რუსეთისა და აფხაზეთის [დე ფაქტო] საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხს განიხილავდა, აქციას გამართავდა.