ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ავტომაგისტრალის გადაკეტვის გამო, ბჟანიამ დე ფაქტო უშიშროების საგანგებო შეხვედრა მოიწვია

12 ნოემბერი, 2024 •
ავტომაგისტრალის გადაკეტვის გამო, ბჟანიამ დე ფაქტო უშიშროების საგანგებო შეხვედრა მოიწვია

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ “რესპუბლიკური ავტომაგისტრალის უკანონო გადაკეტვით შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა.”

უშიშროების ძალების ხელმძღვანელებმა “უკანონო ქმედებების თავიდან აცილების მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს.”

“RESPUBLICA-ს” ცნობით, გუდაუთაში საჯარო შეხვედრიდან დაბრუნებული  ოპოზიციონერები- ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია დააკავეს და აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების  სამსახურში გადაიყვანეს.

 

აფხაზეთის დე ფაქტო გენერალურმა პროკურორმა დაკავებულების შესახებ კომენტარი გააკეთა.

“აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის შენობის ეზოში მყოფმა პირთა ჯგუფმა პარლამენტის წევრის მიმართ უხამსი სიტყვების გამოყენებით უკანონო ქმედებები ჩაიდინა”,- ნათქვამია ვიდეოში, რომელიც გამოქვეყნდა, კერძოდ, ტელეგრმ არხ “RESPUBlICA-ზე” გავრცელდა.

მისივე თქმით, დაკავებულები დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან და უსაფრთხოების ძალები კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ.

“მოგვიანებით, დაკავებულების ახლობლებმა და ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებმა სცადეს ძალადობრივი გზით შეღწევა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით, რაც სამართალდამცავებმა შეაჩერეს”, – განაცხადა აგრბამ.

მან ასევე განაცხადა, რომ მიმდინარეობს პროცედურული შემოწმება და მოსახლეობას მოუწოდა, “თავი შეიკავონ შემდგომი უკანონო ქმედებებისგან, რომლებიც მიზნად ისახავს აფხაზეთის რესპუბლიკაში სოციალური მდგომარეობის დესტაბილიზაციას.”

მანამდე ცნობილი გახდა, რომ აფხაზური ოპოზიცია 15 ნოემბერს, იმ დღეს, როცა პარლამენტი რუსეთისა და აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხს განიხილავდა, აქციას გამართავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი