ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ოპოზიციამ ხიდები გადაკეტა – აფხაზეთში ოპოზიციონერების დაპატიმრებას პროტესტი მოჰყვა

12 ნოემბერი, 2024 •
ოპოზიციამ ხიდები გადაკეტა – აფხაზეთში ოპოზიციონერების დაპატიმრებას პროტესტი მოჰყვა

აფხაზური ტელეგრამ არხების ინფორმაციით, ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლი დააკავეს, რასაც პროტესტის ტალღა მოჰყვა. ამჟამად გადაკეტილია კოდორის ხიდი, ასევე, დაბლოკილია გუმისთის ხიდი.

“RESPUBLICA-ს” ცნობით, გუდაუთაში საჯარო შეხვედრიდან დაბრუნებული ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია დააკავეს და აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების  სამსახურში გადაიყვანეს.

აფხაზეთის დე ფაქტო გენერალურმა პროკურორმა დაკავებულების შესახებ კომენტარი გააკეთა.

“აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის შენობის ეზოში მყოფმა პირთა ჯგუფმა პარლამენტის წევრის მიმართ უხამსი სიტყვების გამოყენებით უკანონო ქმედებები ჩაიდინა”,- ნათქვამია ვიდეოში, რომელიც გამოქვეყნდა, კერძოდ კი, ტელეგრმ არხ “RESPUBlICA-ზე” გავრცელდა.

მისივე თქმით, დაკავებულები დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან და უსაფრთხოების ძალები კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ.

“მოგვიანებით, დაკავებულების ახლობლებმა და ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებმა სცადეს ძალადობრივი გზით შეღწევა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით, რაც სამართალდამცავებმა შეაჩერეს” ,- განაცხადა აგრბამ.

მან ასევე განაცხადა, რომ მიმდინარეობს პროცედურული შემოწმება და მოსახლეობას მოუწოდა, “თავი შეიკავონ შემდგომი უკანონო ქმედებებისგან, რომლებიც მიზნად ისახავს აფხაზეთის რესპუბლიკაში სოციალური მდგომარეობის დესტაბილიზაციას.”

მანამდე ცნობილი გახდა, რომ აფხაზური ოპოზიცია 15 ნოემბერს, იმ დღეს, როცა პარლამენტი რუსეთისა და აფხაზეთის [დე ფაქტო] საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხს განიხილავდა, აქციას გამართავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი