11 ნოემბერს თბილისში ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეთა დელეგაცია ჩამოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ავრცელებს.
„საქართველო და მისი ხალხი ძალიან ძვირფასია ჩვენთვის. ჩვენ ერთგული ვართ თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსი ევროპის გულში. გაყალბებული არჩევნების შემდეგ ჩვენ შეშფოთებული ვართ მიმდინარე მოვლენებით“, – წერს როთი X-ზე.
მიხაელ როთის ინფორმაციით, საქართველოში ჩამოვლენ შემდეგი ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები: გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის და პოლონეთის.