ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საია-ს საჩივარი ხმის ფარულობის დარღვევაზე.

ამის შესახებ ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე წერს.

საია-მ მსგავსი სარჩელები საქართველოს მასშტაბით ყველა სასამართლოში შეიტანა.

ორგანიზაცია დავობდა, რომ ელექტრონული ხმის მიცემის მქონე უბნებზე ხილვადი იყო ბიულეტენზე მარკერით გაფერადებული წრე, რაც არღვევდა ხმის ფარულობას.