კამალა ჰარისმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დაურეკა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, იტყობინება „ენ-ბი-სი“.

როგორც ჰარისის კამპანიის ერთ-ერთი ანონიმური მაღალჩინოსანი გამოცემას ეუბნება, ჰარისმა განიხილა ხელისუფლების მშვიდობის გადაცემა და „ყველა ამერიკელის პრეზიდენტობა“.

როდის გამოვა ჰარისი სიტყვით და მიმართავს თავის მხარდამჭერებსა და ამერიკელებს, ჯერ უცნობია. სავარაუდოდ, ეს დღესვე მოხდება.