ახალი ამბები

„შემთხვევითი არ არის, რომ რამდენიმე აქციაზე ვერ დამინახეთ“ — ნიკა გვარამია

6 ნოემბერი, 2024 •
„შემთხვევითი არ არის, რომ რამდენიმე აქციაზე ვერ დამინახეთ“ — ნიკა გვარამია

კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ოპოზიცია კოორდინირებულად მუშაობს და როლები განაწილებულია საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაბათილებისა და საერთაშორისო გამოძიების მისაღწევად.

ნიკა გვარამიამ ამის შესახებ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან პროევროპული ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა, როდესაც მას დაანონსებული კარვების აქციის შესახებ ჰკითხეს.

„თუ ვინმეს ჰგონია, რომ კარვების საკითხი გავაჩერეთ, ძალიან ცდება. ბევრი კარავი შევაგროვეთ. დიდი კარვებიც, მათ შორის. შემთხვევითი არ არის, რომ რამდენიმე აქციაზე ვერ დამინახეთ, მე მაქვს სხვა საქმე. როლები განაწილებული გვაქვს, კოალიციის შიგნით და ზოგადად ოპოზიციაში. საქმე ძალიან ბევრია და ყველა ვმუშაობთ ჩვენ-ჩვენი მიმართულებით, რომ ჩვენი მოქმედებები იყოს კოორდინირებული“, — თქვა ნიკა გვარამიამ.

ბარიერგადალახული ოპოზიციური სპექტრის ლიდერებმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრა შეეხებოდა სამომავლო გეგმებს და კონკრეტულ ნაბიჯებს, რასაც ოპოზიცია კონსოლიდირებულად გადადგამს. მათ შორის ეს შეეხება არჩევნების საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნას.

საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას არ აღიარებს ბარიერგადალახული არცერთი ოპოზიციური პარტია და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

აშშ და ევროკავშირის ქვეყნები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ არჩევნების შედეგებს და დარღვევების გამოძიების საჭიროებაზე საუბრობენ.

ასევე ნახეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი