ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“აფხაზეთში არ არსებობენ ანტირუსულად განწყობილი პოლიტიკური ძალები” – დე ფაქტო აფხაზეთის საპრეზიდენტო კანდიდატი

6 ნოემბერი, 2024 •
“აფხაზეთში არ არსებობენ ანტირუსულად განწყობილი პოლიტიკური ძალები” – დე ფაქტო აფხაზეთის საპრეზიდენტო კანდიდატი

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ოლეგ ბარციცმა განაცხადა, რომ “აფხაზეთში არ არსებობს და არ შეიძლება იყვნენ ანტირუსულად განწყობილი პოლიტიკური ძალები”.

“2025 წლის დასაწყისში აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება და ასეთ პერიოდებში რიტორიკა მწვავდება. პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ერთმანეთის მიმართ რადიკალური, ზოგჯერ საკმაოდ ხმამაღალი განცხადებები კეთდება.

თუმცა, კატეგორიულად არავის ვურჩევდი ჩვენი შიდაპოლიტიკური პროცესების გადატანას აფხაზეთისა და რუსეთის ურთიერთობების თემაზე”, – აღნიშნა ბარციცმა.

ბარციცის თქმით, “ინდივიდუალური შეჯახებები, რომლებიც წარმოიქმნება საინფორმაციო სივრცეში, წარმოდგენილია როგორც აფხაზეთისა და რუსეთის ურთიერთობების გართულება, მაგრამ ხშირად ეს  შიდაპოლიტიკური ბრძოლის შედეგს წარმოადგენს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი