ახალი ამბები

ნაცვლად სპორტის სასახლისა, ვიკრიბებით 3 საათზე, სააპელაციო სასამართლოსთან – მელია

5 ნოემბერი, 2024 •
ნაცვლად სპორტის სასახლისა, ვიკრიბებით 3 საათზე, სააპელაციო სასამართლოსთან – მელია

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, დღეს აქცია სპორტის სასახლის ნაცვლად თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან გაიმართება.

მელია მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან 3 საათზე მივიდნენ.

„დღეს, 3 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩაინიშნა, არასამთავრობოების საჩივრების განხილვა, უბნების ბათილობასთან დაკავშირებით.
მას შემდეგ, რაც გუშინ მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრეცედენტი შეიქმნა თეთრწყაროში, სადაც მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: “სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ მტკიცებულებების გამოკვლევით, ამ საარჩევნო აპარატით ამ საარჩევნო ბიულეტენით, ამ საარჩევნო ჩარჩო კონვერტით, ხმის დაცულობის და ხმის ფარულობის გარანტია ამომრჩეველს არ ჰქონდა”.

მნიშვნელოვანია დღეს, 3 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მივიდეთ და მოვითხოვოთ სამართლიანი განხილვა – ყველგან!
შესაბამისად, ნაცვლად სპორტის სასახლისა, ვიკრიბებით 3 საათზე სააპელაციო სასამართლოსთან
მის: გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა (დიღომი)“- დაწერა მელიამ Facebook-ზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი