მარცვლეულის კულტურის წარმოების პროგრამა

მარცვლეული კულტურების წარმოების პროგრამის ფარგლებში, ხორბლის პროგრამის დასრულების შემდეგ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, სიმინდის წარმოების პროგრამა იწყება.

დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის და იმერეთის რეგიონს ეწვევა,-აცხადებს სოფლიოს მეურნეობის სამინისტრო, რათა გლეხებსა და ფერმერებს თავად გააცნოს და მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია ახალი პროგრამის შესახებ.

პროგრამა გულისხმობს გლეხური და ფერმერული მეურნეობების ჰიბრიდული, გვალვაგამძლე და მაღალმოსავლიანი სიმინდის თესლით უზრუნველყოფას.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი საქართველოს სხვა რეგიონებსაც ეწვევა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი