ახალი ამბები

დსთ-ს გენმდივანს სურს, რომ საქართველო ორგანიზაციას დაუბრუნდეს

1 ნოემბერი, 2024 •
დსთ-ს გენმდივანს სურს, რომ საქართველო ორგანიზაციას დაუბრუნდეს

„დამოუკიდებელ სახელმწფოთა თანამეგობრობაში“ იმედი აქვთ, რომ საქართველო ორგანიზაციის შემადგენლობაში დაბრუნდება, განაცხადა თანამეგობრობის გენერალურმა მდივანმა, სერგეი ლებედევმა.

ლებედევმა ეს განცხადება ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს სიტყვების კომენტირებისას გააკეთა. ცოტა ხნის წინ ლუკაშენკომაც გამოთქვა იმედი, რომ საქართველო დსთ-ში დაბრუნდება.

„სულ ცოტა ხნის წინ ალექსანდრე ლუკაშენკომ იმედი გამოთქვა, რომ მოლდოვა, უკრაინა და საქართველო დაუბრუნდებიან ურთიერთთანამშრომლობას ორგანიზაციის ფარგლებში. ორივე ხელით მხარს ვუჭერ ამ იდეას“, – ციტირებს ლებედევს „იზვესტია“.

დსთ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ შეიქმნა და მასში ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა გაწევრიანდა, საქართველოსა და ბალტიის ქვეყნების გარდა.

საქართველო ორგანიზაციას აფხაზეთის ომის შემდეგ შეუერთდა და აგვისტოს ომის შემდეგ დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი