ახალი ამბები

კანადის მთავრობა აპირებს, გადააფასოს ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთან

29 ოქტომბერი, 2024 •
კანადის მთავრობა აპირებს, გადააფასოს ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთან

კანადის მთავრობა ეხმაურება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს და ამბობს, რომ აპირებს, საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა გადააფასოს.

„როგორც საქართველოს მეგობარი, პარტნიორი და მხარდამჭერი, კანადა მხედველობაში იღებს არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს, მაგრამ შეშფოთებულია ამომრჩეველთა დაშინებით და მოსყიდვით, ასევე სხვა დარღვევებით არჩევნების დღეს, რომლებზეც ეუთო/ოდირი და სხვა მიუკერძოებელი დამკვირვებლები იუწყებიან. ეს გამოძიებული უნდა იყოს.

დიდ შვიდეულთან და ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ამ არჩევნების შედეგებისა და ჩატარების ხასიათის გათვალისწინებით, გადავაფასებთ ურთიერთობას საქართველოს მთავრობასთან. კანადა ღიაა საქართველოსთან თანამშრომლობისთვის მანამ, სანამ საქართველოს მთავრობა პატივს სცემს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას და რეაგირებას მოახდენს ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლაზე.

მოვუწოდებთ ყველა მხარესა და ხელისუფლებას, მშვიდობიანი პროტესტის კონტექსტში, პატივი სცენ ადამიანთა უფლებებს და უსაფრთხოებას“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი