ახალი ამბები

„ველოდით სამართლიან არჩევნებს, ვნახეთ რაღაც სხვა“ – შაჰინი და რიში

29 ოქტომბერი, 2024 •
„ველოდით სამართლიან არჩევნებს, ვნახეთ რაღაც სხვა“ – შაჰინი და რიში

ამერიკელი სენატორები, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

„იმედი გვქონდა, რომ საქართველოს მთავრობა ჩაატარებდა თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო პროცესს, რომელიც გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას. სინამდვილეში კი, ვნახეთ რაღაც სხვა ამ არჩევნებზე. [დამკვირვებლები იუწყებიან] მრავალ დარღვევაზე, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს.

მოვუწოდებთ სახელმწიფო დეპარტამენტს, ჩვენს ევროპელთან მეგობრებთან ერთად, უმალ გამოიძიოს გაყალბების შესახებ შეტყობინებები და გარე ჩარევა, რათა დადგინდეს, მოახდინა თუ არა რამემ სერიოზული გავლენა არჩევნების შედეგებზე. ვინც ამაზეა პასუხისმგებელი, პასუხი უნდა აგოს. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის ცვლილებებს შევიტანთ “ქართველი ხალხის აქტში”.

მმართველმა პარტიამ უნდა გააცნობიეროს, რომ მის ქმედებებს შეიძლება ჰქონდეს გავლენა უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ დღის წესრიგზე. ვაღიარებთ ქართველი ხალხის უფლებას, სურვილისამებრ მშვიდობიანად გააპროტესტონ და მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, პატივი სცენ ამ მნიშვნელოვან დემოკრატიულ უფლებას“, – წერენ ისინი განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი