აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი ამბობს, რომ ვაშინგტონი ევროპელ პარტნიორებთან განიხილავს, რომელია შესაბამისი ორგანო, რომელმაც საარჩევნო დარღვევების გამოძიება უნდა ჩაატაროს.
„ჩვენს განცხადებაში ვთქვით, რომ გვინდა [დარღვევების] გამოძიება. არ დაგვიზუსტებია, რომ ეს გამოძიება ხელისუფლებამ უნდა ჩაატაროს. კონსულტაციები გვაქვს ევროპულ პარტნიორებთან, რომელი ორგანო შეიძლება იყოს შესაბამისი ასეთი გამოძიებისთვის“, – უთხრა მან ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს.
„ვუერთდებით ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მოწოდებებს დარღვევების სრული გამოძიების შესახებ“, – აღნიშნა მილერმა.