ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, რომელიც არჩევნებზე დამკვირვებლად იმყოფება, ამბობს, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის 11-ე უბანში მას თავს დაესხნენ.
„ახმეტაში მატნის მე-11 საარჩევნო უბანში თავს დაგვესხნენ სავარაუდოდ უბნის მაყურებლები, როცა შესასვლელიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან მათი და “ქართული ოცნების” კოორდინატორების გასვლა მოვითხოვეთ. დღეს მეც და ლადოც დამკვირვებლების სტატუსით ვმუშაობთ. ტელეფონი წაგვართვეს, რის გამოც პირველი ინციდენტი ვერ გადავიღეთ. ტელეფონის დაბრუნების შემდეგაც გადაღებაში ხელი შეგვიშალეს, დაგვარტყეს, მოგვაფურთხეს და გვაგინეს. მანამდე, ახმეტის 1-ელ უბანში შევესწარით ფაქტს, როგორ გადასცა “ოცნების” კოორდინატორმა ერთ-ერთ ამომრჩეველს ფული, ამბობს, რომ ვალი გაუსტუმრა. 112-ზე დავრეკეთ, რეაგირება არ არის“, – წერს იგი.
