ისრაელის სამხედრო ძალებმა, დიდი ალბათობით, ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ლიდერი, იაჰია სინვარი, ღაზას სექტორში მოკლეს, იუწყება „პოლიტიკო“ თავის წყაროებზე დაყრდნობით.
სინვარის მოკვლაზე სხვა მედიასაშუალებებიც წერენ. იგი ღაზის სექტორში „ჰამასს“ 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა და არსებული ინფორმაციით, წინა წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე შეტევის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორიც იყო.
ისრაელის მთავრობის მაღალჩინოსანი, რომელიც „პოლიტიკოს“ ანონიმურად ესაუბრა, აღნიშნავს: „ისე ჩანს, რომ სინვარი მოკლეს“, თუმცა ეს ცნობა ოფიციალურად დადასტურებული არაა. ისრაელის დაზვერვა და სამხედრო ძალები შესაბამისი მტკიცებულებების მოძიებას ცდილობენ.
„პოლიტიკო“ აღნიშნავს, რომ ტყვეები, რომლებიც „ჰამასმა“ 7 ოქტომბრის შეტევისას აიყვანა, სინვარის ადგილმსაყოფელთან ახლოს ჰყავდათ, ისრაელის თავდასხმისგან თავიდან ასაცილებლად.