რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ მორიგ ბრიფინგზე უპასუხა ასევე კითხვას აზერბაიჯანში NATO-ს საერთაშორისო სამხედრო შტაბის გენერალური დირექტორის იანუშ ადამჩაკის ვიზიტთან დაკავშირებით, რომელიც გასულ კვირას შედგა და სადაც საუბარი იყო აზერბაიჯანსა და NATO-ს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე.
“სადაც არ უნდა ჩნდებოდეს ეს აგრესიული ბლოკი, იქ ეყრება საფუძველი კონფრონტაციულ დღის წესრიგს. ხდება ძალიან უხეშად ჩარევა ქვეყნების სუვერენულ საქმეებში. ნატოელთა აქტიურობას, აზერბაიჯანში იქნება ეს თუ სომხეთის მიმართულებით, ერთი მიზანი აქვს, აქციოს სამხრეთ კავკასია რუსეთთან დაპირისპირების კიდევ ერთ ველად, ქვეყნები დააპირისპიროს ერთმანეთს და თავად ნახოს სარგებელი. »3+3» ფორმატის ფარგლებში, რომელიც თურქეთშია დაგეგმილი, ამ პოზიციას ბაქომდე და ერევნამდე მივიტანთ”, – ამბობს ზახაროვა.
სომხეთი და აზერბაიჯანი სტამბოლში ე.წ. «3+3» შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას