17-18 ოქტომბერს სომხეთი და აზერბაიჯანი, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, მონაწილეობას მიირებენ სტამბოლში საკონსულტაციო რეგიონალური პლატფორმის “3+3” -ის მესამე სხდომაში. საქართველო არც ამჯერად მიიღებს შეხვედრებში მონაწილეობას.
ე.წ. „3+3“ ფორმატი გულისხმობს კავკასიის რეგიონის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატს, სადაც ერთიანდება თურქეთი, რუსეთის ფედერაცია, ირანის ისლამური რესპუბლიკა, აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო. რეგიონალური პოლიტიკის ქართველი მკვლევრების ნაწილის შეფასებით, იმ ფორმატში, სადაც რუსეთის ფედერაციაცაა წარმოდგენილი, საქართველომ მონაწილეობა არ უნდა მიიღოს.
სტამბოლში ჩავიდა ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. როგორც რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა “3+3” -ის ფორმატს მოსკოვი სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და ახლო აღმოსავლეთში მდგრადი მშვიდობის მიღწევის ეფექტურ მექანიზმად განიხლავს.
იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული ფორმატი მოსკოვის სურვილით საქართველოს მონაწილეობასაც მოიაზრებს, 3+3“ საკონსულტაციო პლატფორმის პირველი შეხვედრა 2021 წლის დეკემბერში გაიმართა საქართველოს მონაწილეობის გარეშე. თბილისმა უარი თქვა შეხვედრაში მონაწილეობაზე მეორე შეხვედრის დროსაც 2023 წლის ოქტომბერში თეირანში.
3+3 ფორმატის II შეხვედრაში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს — საგარეო
