მარჯვენა სანაპიროზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი პირი, სატვირთო მანქანის მძღოლი გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანა ხეს შეეჯახა, შემთხვევა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.