ახალი ამბები

ეროვნული საკვალიფიკაციო სტანდარტები

21 ოქტომბერი, 2010 • • 1235
ეროვნული საკვალიფიკაციო სტანდარტები

განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა დღეს ეროვნული საკვალიფიკაციო სტანდარტები შეიმუშავა.

ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო –დოკუმენტი დღეს  განათლების და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და განთელბის ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით კერესელიძემ წარმოადგინეს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო საქართველოში არსებულ ყველა კვალიფიკაციას აერთიანებს, აყალიბებს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა ჰქონდეს პირს, საფეხურების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის, ატესტატის ან დიპლომის მისაღებად.

”ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს” მიღებით, დაინერგება მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის სისტემა, რასაც  სიცოცხლის მანძილზე  სწავლის ევროპული საკვალიფიკაციო ჩარჩო (The European Qualifications Framework for Lifelong Learning ) ითვალისწინებს. ეს სისტემა  რვადონიანია და მოიცავს ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს განათლებას.

„ამ გზით გამარტივდება საქართველოში მიღებული განათლების აღიარება საერთაშორისო დონეზე“,–ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი