საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 2028 წლისთვის საშუალო ხელფასი საქართველოში 3500 ლარს მიაღწევს.
დღეს, 7 ოქტომბერს, კობახიძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა.
გარდა საშუალო ხელფასის ზრდაზე საუბრისა, პრემიერის განცხადებით:
- პირველ გემს ანაკლიის პორტი 2029 წელს მიიღებს;
- თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 18 მილიონ მგზავრს მიიღებს;
- 2028 წლისთვის სიღარიბის დონე 4 პროცენტამდე შემცირდება;
- 2028 წლისთვის ეკონომიკა 130 მილიარდ ლარამდე გაიზრდება;
- ასევე 2028 წლისთვის ბიუჯეტი 50 მილიარდ ლარს მიაღწევს და შეიქმნება 200 000 სამუშაო ადგილი;
- ხელოვანების და ხელოვნების მხარდასაჭერად გამოიყოფა 30 მილიონი ლარი;
- მმართველ გუნდს არ მოსწონს აშშ-სა და ევროკავშირთან ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობა და მათი გამოსწორება სურს.