აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე და უწყებაში სანქციათა კოორდინატორი ჯიმ ო’ბრაიენი ეხმაურება პარლამენტის მიერ ანტი-ლგბტ და ცენზურის კანონის მიღებას.

ამერიკელი დიპლომატი ამბობს, რომ „შეშფოთებულია კანონმდებლობის მიღებით, რომელიც ზღუდავს თავიუფლებას და საქართველოს ევროპისგან დაშორების რისკის ქვეშ აყენებს“.

„აშშ ყოველთვის გამოექომაგება ადამიანის და ფუნდამენტური უფლებების დაცვას“, – წერს იგი.