ახალი ამბები

„TI-საქართველო“ ანტოკორუფციული ბიუროსგან გადაწყვეტილების ჩაბარებას ითხოვს

2 ოქტომბერი, 2024 •
„TI-საქართველო“ ანტოკორუფციული ბიუროსგან გადაწყვეტილების ჩაბარებას ითხოვს

„საერთშორისო გამჭვრივალობა — საქართველო“ ანტოკორუფციულ ბიუროს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ ჩააბარონ დღეს მიღებული გადაწყვეტილება.

დღეს, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიერ გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ რაჟდენ კუპრაშვილის გააუქმა 2024 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” და ეკა გიგაურის მიმართ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსის მინიჭების შესახებ.

TI-საქართველოს განცხადებით, განსხვავებით 24 სექტემბრის აქტისა, რომელიც პრესკონფერენციის დასრულებისთანავე ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე აიტვირთა და იმავე დღეს ჩაბარდა TI-საქართველოსაც, დღევანდელი გადაწყვეტილება არც ოფიციალურად გამოქვეყნებულა და არც მხარეებს არ ჩაბარებია.

„მიუხედავად იმისა, რომ ბიურომ თავად უნდა მოგვაწოდოს აქტი წინა გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით, ჩვენ ოფიციალურად გავაგზავნეთ მოთხოვნა მოცემული გაუქმების აქტის ჩაბარების შესახებ. ბიუროს კანცელარიაში ეს წერილი ჯერ კიდევ 14:00 საათისთვის იყო დარეგისტრირებული. ბიუროს წარმომადგენლებთან გასაუბრების შემდეგ მათ უარი თქვეს გაუქმების აქტის დაუყოვნებლივ გადმოცემაზე და არ მოგვაწოდეს ინფორმაცია, როდის აპირებენ სტატუსის გაჩერებასათან დაკავშირებით უკვე მიღებული გადაწყვეტილების ოფიციალურად გამოქვეყნებას ან/და ჩვენთვის გადმოცემას“, — ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის საჯარო მოწოდების შემდეგ, ანტიკორუფციულმა ბიურომ გააუქმა საკუთარი გადაწყვეტილება, რომლითაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“ და მისი დირექტორი ეკა გიგაური, საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად ცნო.

საპარლამენტო არჩევნებამდე 1 თვით ადრე, 24 სექტემბერს, ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და მისი დირექტორი, ეკა გიგაური, საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად ცნო. იგივე გავრცელდა ორგანიზაცია “აირჩიე ევროპასა” და მის დამფუძნებლებზეც.ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის მტკიცებით, მონიტორინგის შედეგად, მათ გამოავლინეს, რომ გიგაური, როგორც პერსონალურად, ისე ორგანიზაციის სახელით, ჩართულია საარჩევნო კამპანიაში.აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ (TI) განაცხადა, რომ ორგანიზაციის სახელით არჩევნებს ვერ დააკვირდებიან.

პრემიერის მიმართვის შემდეგ, რაჟდენ კუპრაშვილმა საკუთარი ბრძანება გააუქმა

მასალების გადაბეჭდვის წესი