ისრაელის ქალაქ თელ–ავივში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაცია საქართველოს საგარეო სამინისტრომ დაადასტურა.
გარდაცვლილი ემიგრანტი გაჩერებაზე იმ დროს ჩაცხრილეს, როდესაც სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა.
პირველ ოქტომბერს თელ–ავივში ორმა ტერორისტმა მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა.