ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით ბალისტიკური რაკეტა გაისროლა, იტყობინება „როიტერსი“.
მომხდარს ოფიციალურად ადასტურებს როგორც ირანი, ასევე ისრაელი. შეჩერებულია ავიამიმოსვლა ისრაელის საჰაერო სივრცეში, მოქალაქეებს თავშესაფართან ახლოს ყოფნას მოუწოდებენ.
თეირანში ამბობენ, რომ ეს შურისძიებაა ისრაელის მიერ ირანის მხარდაჭერილი დაჯგუფების, „ჰეზბოლას“ ლიდერების მკვლელობისთვის. თეირანი ირწმუნება, რომ ისრაელზე თავდასხმა ლეგიმიტური და სამართლიანია და პასუხის შემთხვევაში, ისრაელზე მორიგი თავდასხმა მოხდება.
სხვა ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.
გარეკანის ფოტოზე: კადრები თელ-ავივიდან