რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ასლან ბჟანიას მიულოცა აფხაზეთის [დე ფაქტო] “გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე”.

“რუსულ-აფხაზური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპების საფუძველზე. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ შევძლებთ უზრუნველვყოთ ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაფართოება სხვადასხვა სფეროში”, – ნათქვამია მილოცვაში.

რუსეთის პრეზიდენტის მილოცვაში ნათქვამია, რომ მოსკოვი გააგრძელებს  აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებისა და ხალხის “აქტიურ დახმარებას სახელმწიფო განვითარების პრობლემების გადაჭრაში”.

“გულწრფელად გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს, ხოლო თქვენს ყველა მოქალაქეს – მშვიდობასა და კეთილდღეობას”, – ვკითხულობთ განცხადებაში.