ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გალის რაიონში სახანძრო განგაში გამოცხადდა

30 სექტემბერი, 2024 •
გალის რაიონში სახანძრო განგაში გამოცხადდა

30 სექტემბერს, გვიან ღამით, გალის რაიონში ხანძრის გამო სახანძრო განგაში გამოცხადდა.

“მამაკაცები უნდა გავიდნენ ქუჩებში და ყურადღებით დააკვირდნენ, რა ხდება მათ ირგვლივ, საჭიროების შემთხვევაში კი სასწრაფოდ დაეხმარონ მეხანძრეებს”, – ავრცელებს განცხადებას რეგიონული ტელეარხი “Гал Медиа”.

ყველაზე დიდი ხანძარი ქალაქ გალის სამხრეთით მდებარე სოფელ მახუნჯიაშია.

ადგილობრივი ტელევიზიის ცნობით, მეხანძრეები ცდილობდნენ ხელი შეეშალათ ნაძვის ხეივანსა და  საცხოვრებელ კორპუსებზე ცეცხლის გავრცელებისთვის.

ხანძრის კიდევ ერთი წყარო მდებარეობს ქალაქ გალში, მოსკოვის ქუჩის ბოლოს და სახაროვის ქუჩაზე.

ადგილობრივი მეხანძრეების დასახმარებლად ადგილზე მივიდნენ ენგურჰესის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაზმები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი