27 სექტემბერს, გვიან ღამით, თბილისში, საბურთალოს რაიონში კაცი მოკლეს. პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე უკვე დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაპირისპირება ქუჩაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო. თვითმხილველები მედიასთან ჰყვებიან, რომ კონფლიქტში რამდენიმე ახალგაზრდა იყო ჩართული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
თბილისის სახელმწოფო კონსერვატორიის ცნობით, გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი კონსერვატორიის სტუდენტი, ფლეიტისტი გიორგი საყურაშვილია.
“მძიმე ჭრილობების გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. თვითმხილველთა ინფორმაციით, იგი დაპირისპირებულებს აშველებდა. გიორგი იყო ძალიან ნიჭიერი, კარგად აღზრდილი და ნამდვილად დიდი მომავლის მქონე ახალგაზრდა” – წერს კონსერვატორია.