ახალი ამბები

ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა დასრულდა – რა თქვეს მხარეებმა

27 სექტემბერი, 2024 •
ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა დასრულდა – რა თქვეს მხარეებმა

ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ მათ საერთო პრესკონფერენცია გამართეს.

ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მხარს უჭერს უკრაინისთვის სამართლიან მშვიდობას, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როგორ მშვიდობას მოიაზრებს სამართლიანად. მან ისიც თქვა, რომ ომის მალე დასრულება შეუძლია.

ტრამპმა აგრეთვე განაცხადა, რომ უკრაინაში უამრავი ადამიანი დაიღუპა და ბევრი ლამაზი ქალაქი დაინგრა. ზელენსკიმ კი ტრამპი უკრაინაში მიიწვია, რათა მას საკუთარი თვალით ენახა ეს ქალაქები. ტრამპი მიწვევას დათანახმდა, აღნიშნავს „უკრაინსკა პრავდა“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი