ახალი ამბები

კობახიძე ადასტურებს, რომ აშშ-ში შვილებიც წაიყვანა, თუმცა მათი ბილეთები თვითონ იყიდა

27 სექტემბერი, 2024 •
კობახიძე ადასტურებს, რომ აშშ-ში შვილებიც წაიყვანა, თუმცა მათი ბილეთები თვითონ იყიდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში თავისი არასრულწლოვანი შვილებიც ჰყავდა წაყვანილი.

თუმცა, როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი შვილების ბილეთების ფული თავად გადაიხადა.

“ჩემი შვილები იყვნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩემთან ერთად. ამისათვის მე პირადად შევიძინე ეკონომკლასის ბილეთები. ამის გამო ჩემთვისაც [სახელმწიფო ბიუჯეტიდან] იქნა შეძენილი ეკონომკლასის ბილეთები და ამის გამო 10 000 ლარი დაეზოგა სახელმწიფოს”, – განაცხადა კობახიძემ.

მან არ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რატომ მონაწილეობდნენ პრემიერის პროტოკოლის თანამშრომლები ამერიკაში ბავშვების “სეირნობაში”.

“სეირნობაზე რომ საუბრობთ, პირი გამოიწმინდეთ”, – უთხრა კობახიძემ ჟურნალისტს.

ირაკლი კობახიძე ამერიკაში გაეროს გენანსამბლეაზე იმყოფებოდა, თუმცა ამერიკის და დასავლეთის სხვა ქვეყნების არც ერთ მთავრობის წევრთან შეხვედრა არ გაუმართავს. პრეზიდენტ ბაიდენის მიღებაზე კი მიწვევა გაუუქმეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი