აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ კიევისთვის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა.
თეთრი სახლის განცხადებით, თითქმის 8 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტი მოიცავს:
- საჰაერო თავდაცვის სისტემებს;
- ჰაერი-მიწა სისტემისთვის ტყვია-წამალს;
- გრძელ დისტანციაზე მოქმედ საავიაციო ბომბებს Joint Standoff Weapon (JSOW);
- უპილიტო საჰაერო სისტემებს;
- ერთი საჰააერო თავდაცვის სისტემა „პატრიოტის“ ბატარეას, ასევე, მისთვის საჭირო რაკეტებს;
- მომავალ წელს 18 უკრაინელი პილოტის მომზადებას F-16-ების სამართავად.
ბაიდენის გარდა, ზელენსკი აშშ-ში ვიზიტის დროს რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებსაც შეხვდა.
