ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“დასავლეთი ცდილობს, სომხეთი აზერბაიჯანის წინააღმდეგ განაწყოს” – ალიევი

24 სექტემბერი, 2024 •
“დასავლეთი ცდილობს, სომხეთი აზერბაიჯანის წინააღმდეგ განაწყოს” – ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი დასავლეთის ქვეყნებს ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ “აზერბაიჯანი რეალურ საფრთხეს დაინახავს” მათი მხრიდან.

“სომხეთის მხრიდან ნებისმიერ დროს უნდა ველოდეთ პროვოკაციას. ამიტომაც გვინდა პირობითი საზღვრის გამაგრება. სომხეთი მასობრივად იარაღედბა და ამავე დროს ის სამხედრო სწავლებებს გადის სხვა, დიდ ქვეყნებთან. დასავლეთის ქვეყნებიდან სომხეთში შეიარაღება შედის. ზოგ შემთხვევაში ეს ხდება ღიად, მაგალითად, როგორც სომხეთისა და საფრანგეთის თანამშრომლობის ფარგლებში, ზოგ შემთხვევაში – დახურულად. თუმცა ჩვენ ვიცით, ვინ, როდის და რას აწვდის სომხეთს, რომელი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები ჯდება სომხეთის აეროპორტებში და რა სამხედრო პროდუქცია ჩამოდის ამ სატვრითო თვითმფრინავებით.

აშკარაა დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის გეგმა, სომხეთი ჩვენ წინააღმდეგ განაწყონ. მათ სომეხი ხალხი არ აინტერესებთ, მათთვის ის მხოლოდ ინსტრუმენტია, საშუალებაა, აზერბაიჯანი მუდმივი ზეწოლის ქვეშ ამყოფოს, სომხეთის ტერიტორია გამოიყენოს აზერბაიჯანისთვის საფრთხის წყაროდ და ამგვარად, საკუთარი ინტერესები უზრუნველყოს. თუმცა ჩვენ ამას არ დავუშვებთ, თუ რეალურ საფრთხეს დავინახავთ, დიდი ძალისხმევა არ დაგვჭირდება, ეს საფრთხე ნებისმიერ ტერიტორიაზე გავანადგუროთ. ყველამ იცოდეს ამის შესახებ”, – განაცხადა ალიევმა მილი მეჯლისში [აზერბაიჯანის პარლამენტი] გამოსვლისას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი