ახალი ამბები

ივანიშვილი ეხმაურება რეაქციას „ბოდიშის მოხდაზე“ მის განცხადებაზე

19 სექტემბერი, 2024 •
ივანიშვილი ეხმაურება რეაქციას „ბოდიშის მოხდაზე“ მის განცხადებაზე

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, ეხმაურება რეაქციას მის მიერ გორში გაკეთებულ განცხადებაზე. მაშინ ექსპრემიერმა თქვა, რომ ენმ-ის მიერ ოსების ცეცხლში გახვევის გამო ბოდიში უნდა მოვიხადოთ.

ივანიშვილი ამ განცხადებაზე რეაქციას დღეს, რუსთავში სიტყვით გამოსვლისას მოკლედ შეეხო და თქვა, რომ მისი სიტყვები „ღალატად“ „კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ“ მონათლა.

„როდესაც გორში ურთიერთგაგების და შერიგების მნიშვნელობაზე ვისაუბრე, კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ შერიგებას ღალატი, ხოლო შენდობას მტრობა დაარქვა. ამით კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ ომისა და ნგრევისა, ეთნიკური შუღლის გაღვივებისა, მათთვის სხვა მიზანი არ არსებობს“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის მაშინდელ განცხადებას ნეგატიურად არა მარტო ოპოზიციის წარმომადგენლები, არამედ აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებიც გამოეხმაურნენ:

 

მასალების გადაბეჭდვის წესი