უკრაინა აცხადებს, რომ 19 სექტემბრის ღამით რუსეთის მიერ ნასროლი 42 დრონი და ერთი რაკეტა (ოთხიდან) ჩამოაგდო.

უკრაინული მხარის თანახმად, შაჰიდის ტიპის ე.წ. კამიკაძე დრონები ჩამოაგდეს 7 სხვადასხვა ოლქში, მათ შორის კიევში.

რუსული თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყვნენ უკრაინის ავიაცია, საჰაერო თავდაცვის ჯგუფები და ა.შ.

მიუხედავად ამისა, გუბერნატორის თანახმად, ხარკოვის ოლქში რუსული სარაკეტო შეტევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. ზაპოროჟიეში კი დაბომბვას მოხუცი ქალი ემსხვერპლა.