“არმენპრესის” ინფორმაციით.,სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სანამ არ მოისმენს ОДКБ-ს პასუხებს სომხეთის კითხვებზე, ერევანი ყოველ წამს უფრო და უფრო დაშორდება მას და დიდია ალბათობა იმისა, რომ ის გადაკვეთს უკუქცევის წერტილს. ამის შესახებ ფაშინიანმა სომხეთის მეორე მსოფლიო სამიტზე განაცხადა, სადაც სომხეთის უსაფრთხოების არქიტექტურაში ცვლილებებს შეეხო.
“ჩვენ გავყინეთ ჩვენი წევრობა ОДКБ-ში არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის არ ასრულებს თავის ვალდებულებებს სომხეთის მიმართ უსაფრთხოების თვალსაზრისით, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი აზრით, ОДКБ საფრთხეს უქმნის სომხეთის უსაფრთხოებას, მის მომავალ არსებობას, სუვერენიტეტსა და სახელმწიფოებრიობას. ჩვენ გავყინეთ ჩვენი წევრობა ОДКБ-ში”, – განაცხადა სომხეთის პრემიერმა.
კითხვაზე, ფიქრობს თუ არა სომხეთი ОДКБ-ში დაბრუნებას, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ წევრობა აღდგება მაშინ, როდესაც სომხეთის მიერ დასმულ კითხვებს ამომწურავი პასუხები გაეცემა.
“ზუსტად ორი წელი გავიდა მას შემდეგ რაც ეს აქცენტები დავსვით და პასუხები არა მარტო არ გვსმენია, არამედ უკვე აშკარაა, რომ არც გაიცემა. მაშინაც კი, თუ ეს არ არის აშკარა, შემიძლია ვთქვა, რომ სანამ ამ პასუხებს არ მოვისმენთ, სომხეთის რესპუბლიკა ყოველ წუთს და წამს უფრო და უფრო დაშორდება ОДКБ-ს. არის გამოთქმა „შეუქცევადი წერტილი”, და თუ ეს არ გავიარეთ, მაშინ დიდია ალბათობა, რომ ამ წერტილს გავივლით. შემდეგ უკვე აღარვის ექნება რაიმე სამართლებრივი საფუძველი, ამაში დაგვადანაშაულოს”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
“არმენპრესის” ინფორმაციით, სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი არ გამორიცხავს, რომ ერთ დღესაც სომხეთმა შესაძლოა ОДКБ-დან გასვლა გადაწყვიტოს.
“ამას არავინ გამორიცხავს. მაგრამ ამის მიზეზები ცნობილია. ОДКБ ყველაფერს აკეთებს ამისთვის”,- განაცხადა ალენ სიმონიანმა.
რუსეთში გამოთქმულ მოსაზრებებზე, რომ ОДКБ-დან გასვლის პოლიტიკა ეწინააღმდეგება სომეხი ხალხის ინტერესებს, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სომხეთთან ამ კუთხით მუქარის ენით საუბარი არასწორი ლოგიკაა
“წარმოდგენა არ მქონდა, რომ სომხეთში რუსეთის საელჩო ან მათი ანალიტიკოსები, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასე მოწყვეტილი იყვნენ სომხურ რეალობას. ОДКБ-ში ყოფნისას ისინი შეესწრნენ სომხეთზე სხვა ქვეყნის მხრიდან თავდასხმას, მაგრამ თავი ისე მოაჩვენეს, თითქოს არაფერი ხდებოდა”,- აღნიშნა სიმონიანმა.
ბოლო დროს სომხეთი არ იღებს მონაწილეობას ОДКБ-ს ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში, მათ შორის სამხედრო წვრთნებში. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 2024 წლის თებერვალში განაცხადა, რომ სომხეთმა პრაქტიკულად გაყინა მონაწილეობა ОДКБ-ში. მან აღნიშნა, რომ ОДКБ-მ არ შეასრულა თავისი ვალდებულებები სომხეთის წინაშე, რასაც შედეგი მოჰყვა.