საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.
მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა სომხეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა. შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნები. საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს წარუდგინეს დელეგაციების წევრები.
საქართველოსა და სომხეთ ის პრემიერ-მინისტრები მთავრობის ადმინისტრაციაში პირისპირ და გაფართოებულ შეხვედრებს გამართავენ, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.