აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრმამპის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ ტრამპის სიახლოვეს ისევ ისროლეს.
როგორც შტაბში აცხადებენ, ის ახლა უსაფრთხოდაა.
„პრეზიდენტი ტრამპი უსაფრთხოდ არის მის სიახლოვეს სროლის შემდეგ. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია“, – აცხადებენ ტრამპის შტაბში.
CNN-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი გოლფს თამაშობდა ტრამპის საერთაშორისო გოლფის კლუბში, ვესტ პალმ ბიჩში.
აშშ-ში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, ტრამპის მკვლელობა აქამდე უკვე სცადეს. 13 ივლისს ამომრჩეველთან შეხვედრისას ტრამპს პენსილვანიის ქალაქ ბატლერში ესროლეს. სროლის შედეგად დაიღუპა ტრამპის შეხვედრის ერთი მონაწილე, ორი კი მძიმედ დაიჭრა.
გარდა ამისა, მოკლულია თავდამსხმელი – 20 წლის თომას მეთიუ კრუქსი. არსებული ინფორმაციით, კრუქსმა ტრამპს, რომელიც საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრას მართავდა, მიმდებარე შენობის სახურავიდან ესროლა. FBI-ს განცხადებით, შენობა დაცვის არეალს მიღმა იყო, თუმცა საიდუმლო სერვისის თანამშრომლებმა თავდამსხმელის განეიტრალება შეძლეს.








