საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო. უოტფორდი – ქოვენთრის მატჩის მეორე ტაიმში მან ძლიერი ტკივილი იგრძნო და მოედანი საკაცით დატოვა.
ჩაკვეტაძის მწვრთნელის თანახმად, ადრეული ნიშნები კარგია და როგორც ჩანს, ფეხბურთელს ფეხის ტრავმა არ აქვს მიღებული.
“წიწილების დათვლა ჯერ არ მინდა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს წელის სპაზმი იყო, რაც შეიძლება შემაშინებლად გამოიყურებოდეს. ეს იშვიათი [ტრავმაა]. პირველადი ნიშნები ძალიან კარგია, ის გასახდელში წამოჯდა”, – განაცხადა უოტფორდის მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ.
მატჩი ჩაკვეტაძის გუნდსა და ქოვეთრის შორის 1-1- დასრულდა. გიორგიმ შეცვლამდე საგოლე გადაცემა გააკეთა.