ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია, ე.წ. ჰელსინკის კომისია აცხადებს, რომ მისი პასუხისმგებლობაა, ქართველ ხალხს მხარი დაუჭიროს.

„ქართველმა ხალხმა აირჩია თავისუფალი, დემოკრატიული მომავალი, [რომელშიც საქართველო] ევროატლანტიკური ინსტიტუტების ნაწილია.

ჩვენი პასუხისმგებლობაა, მათ მხარი დავუჭიროთ ამ რეალობის მიღწევაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ საქმე აქვთ რუსეთის ჩარევასთან და სამშობლოში დემოკრატიის ეროზიასთან“, – ვკითხულობთ განცხადებაში.