ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ОДКБ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სომხეთი შემადგენლობიდან გავიდეს – სიმონიანი

9 სექტემბერი, 2024 •
ОДКБ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სომხეთი შემადგენლობიდან გავიდეს – სიმონიანი

“არმენპრესის” ინფორმაციით, სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი არ გამორიცხავს, ​​რომ ერთ დღესაც სომხეთმა შესაძლოა ОДКБ-დან გასვლა გადაწყვიტოს.

“ამას არავინ გამორიცხავს. მაგრამ ამის მიზეზები ცნობილია. ОДКБ ყველაფერს აკეთებს ამისთვის”,- განაცხადა ალენ სიმონიანმა.

რუსეთში გამოთქმულ მოსაზრებებზე, რომ ОДКБ-დან გასვლის პოლიტიკა ეწინააღმდეგება სომეხი ხალხის ინტერესებს, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სომხეთთან ამ კუთხით მუქარის ენით საუბარი არასწორი ლოგიკაა

“წარმოდგენა არ მქონდა, რომ სომხეთში რუსეთის საელჩო ან მათი ანალიტიკოსები, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასე მოწყვეტილი იყვნენ სომხურ რეალობას. ОДКБ-ში ყოფნისას ისინი შეესწრნენ სომხეთზე სხვა ქვეყნის მხრიდან თავდასხმას, მაგრამ თავი ისე მოაჩვენეს, თითქოს არაფერი ხდებოდა”,- აღნიშნა სიმონიანმა.


სომხეთის რესპუბლიკა არ მიიღებს მონაწილეობას კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წვრთნებში “კობალტ-2024”, რომელიც 14-16 აგვისტოს ნოვოსიბირსკში გაიმართება რუსეთის გვარდიის ხელმძღვანელობით. ამის შესახებ ინფორმაციას “TASS” რუსეთის გვარდიის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

“2024 წლის 14 აგვისტოს ნოვოსიბირსკის რეგიონში, დეპარტამენტის სასწავლო ცენტრის ბაზაზე, რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელობით გაიმართება სპეციალური წვრთნების საზეიმო გახსნა სამეთაურო-საკონტროლო ორგანოებთან და სპეციალური დანიშნულების  კოლექტიური სწრაფი რეაგირების ძალების ფორმირებების ОДКБ-ს “კობალტ-2024″-ის ფარგლებში. წვრთნები 16 აგვისტოს დასრულდება”, – წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის, ბელორუსის, ყაზახეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის შესაბამისი სამინისტროებისა და დეპარტამენტების წარმომადგენლები.

სომხეთი ОДКБ-ს მომავალ სამხედრო წვრთნებში მონაწილე ქვეყნებს შორის არ არის დასახელებული.

ბოლო დროს სომხეთი არ იღებს მონაწილეობას ОДКБ-ს ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში, მათ შორის სამხედრო წვრთნებში. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 2024 წლის თებერვალში განაცხადა, რომ სომხეთმა პრაქტიკულად გაყინა მონაწილეობა ОДКБ-ში. მან აღნიშნა, რომ ОДКБ-მ არ შეასრულა თავისი ვალდებულებები სომხეთის წინაშე, რასაც შედეგი მოჰყვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი