აშშ უკრაიანას დახმარების მორიგ პაკეტს გამოუყოფს, რომლის ჯამური ღირებულებაც 250 მილიონ დოლარამდე იქნება.
„უკრაინსკა პრავდა“ წერს, რომ ამ პაკეტის ფარგლებში კიევი მიიღებს:
- საზენიტო რაკეტებს RIM-7;
- რაკეტებს Stinger;
- ტყვია-წამალს HIMARS-ის სისტემისთვის;
- 155 და 105 მმ კალიბრის არტილერიის ტყვია-წამალს;
- ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს TOW;
- ტანკსაწინააღმდეგო სისტემებ Javelin და AT-4;
- ჯავშანმანქანებს Bradley;
- ჯავშანტრანსპორტიორებს M13 და სხვა აღჭურვილობას.
ვაშინგტონში აცხადებენ, რომ გააგრძელებენ პარტნიორებთან ერთად მუშაობას, რათა უკრაინის სამხედრო მოთხოვნილებები დააკმაყოფილონ.