ახალი ამბები

ზელენსკის თქმით, რუსეთმა პოლტავაში სასწავლებელი დაბომბა — დაიღუპა 41 ადამიანი

3 სექტემბერი, 2024 •
ზელენსკის თქმით, რუსეთმა პოლტავაში სასწავლებელი დაბომბა — დაიღუპა 41 ადამიანი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პოლტავაში რუსეთის ავიაიერიშს 41 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა 180 ადამიანი კი დაშავდა.

ზელენსკის თქმით, თავდასხმა დღეს 3 სექტემბერს მოხდა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ორი ბალისტიკური რაკეტა სასწავლო დაწესებულებას და მახლობლად მდებარე საავადმყოფოს მოხვდა, ნაწილობრივ დაზიანდა სამხედრო კომუნიკაციების ინსტიტუტის შენობაც:

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დროის ინტერვალი გამაფრთხილებელ სირენასა და გამანადგურებელი ჭურვის ჩამოვარდნას შორის იმდენად მცირე იყო, ადამიანებმა ევაკუაცია ვერ მოასწრეს. უწყების ცნობით ბევრი მოქალაქე კვლავ ნანგრევებშია მოყოლილი და მაშველები და სამედიცინო პერსონალი ადგილზე მუშაობას განაგრძობს.

უკრაინული მედიის ცნობით, დაბომბვა ადგილობრივი დროით 14:00 საათზე მოხდა. მაშველებმა 25 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს, რომელთაგან 11 ნანგრევებიდან ამოიყვანეს:

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს. ეს ტრაგედია მტრის ცბიერების კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომელიც არანაირ დანაშაულზე იხევს უკან უკრაინის დასაშინებლად. ყველას მოვუწოდებთ შეინარჩუნონ სიმშვიდე და მხოლოდ ოფიციალური წყაროებით გავრცელებულ ინფორმაციას ენდონ. ტრაგედიით ყოველგვარი სპეკულაცია მიუღებელია“ — აცხადებენ უკრაინიას თავდაცვის სამინისტროში.

მასალების გადაბეჭდვის წესი