წარუკიანის ინიციატივით ქრისტეს ქანდაკება 33 მეტრი სიმაღლის იქნება [ქრისტეს ასაკის შესაბამისი], ხოლო პოსტამენტის სიმაღლე – 65 ან 77 მეტრი.
სომხური მედიის ცნობით, იესო ქრისტეს 33 მეტრიანი ქანდაკება, რომლის მშენებლობაც ატისის მთაზე იგეგმება, 90%-ით დასრულებია.
მოქანდაკე პროექტზე ორი წლის მანძილზე მუშაობდა. მისი თქმით, კვარცხლბეკთან ერთად, კონსტრუქციის სიმაღლე 95 მეტრი იქნება. თეთრი საღებავით დაფარული ალუმინის ქანდაკება 17-20 ტონას იწონის.
ბიზნესმენმა და პოლიტიკური პარტია “აყვავებული სომხეთის” ლიდერმა გაგიკ წარუკიანმა საზოგადოებას რამდენიმე წლის წინ საკუთარი ინიციატივა წარუდგინა – სომხეთში იესო ქრისტეს გიგანტური ქანდაკება.
“ასე შევძლებთ, მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ვართ პირველი ქრისტიანული ერი დედამიწაზე. ეს ქანდაკება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის დამცველი უნდა გახდეს”, – ასე წარმოადგინა წარუკიანმა საკუთარი მეგაპროექტი.