რუსეთში, ვორონეჟის ოლქის სამ დასახლებაში, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ სააგენტო “როიტერსი“ ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ გუსევის მიერ ტელეგრამის არხზე გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.
ვორონეჟის ოლქი უკრაინას ესაზღვრება. გასულ ღამით ოლქზე უკრაინულმა მხარემ დრონებით შეტევა განახორციელა. გუსევის თქმით, რუსებმა 5 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. ჩამოვარდნილი დრონების შედეგად ხანძარი გაჩნდა, რასაც აფეთქებების სერია მოჰყვა, თუმცა არცერთი სამოქალაქო დანიშნულების შენობა არ დაზიანებულა, თუმცა რუსებმა 200 ადამიანის ევაკუირება განახორციელეს.
გუსევი ამბობს, რომ აფეთქებები გრძელდება, მოსახლეობას სიფრთხილე მოეთხოვება. მან ასევე სთხოვა მათ, რომ არ გამოაქვეყნონ ფოტო და ვიდეო მასალა იმ ადგილებიდან, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მანამდე განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთს ხარკოვის ოლქიდან უკან დახევას აიძულებს.