ახალი ამბები

აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციები შემოიღო

23 აგვისტო, 2024 •
აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციები შემოიღო

უკრაინის დამოუკიდებლობის დღის მოახლოებასთან ერთად, აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტი შემოიღო.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის დღევანდელ განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციები შეეხება 400 ფიზიკურ და იურიდიულ პირს, როგორც რუსეთში, ასევე ევროპაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში. ვაშინგტონის განცხადებით, მათი მომსახურება და მათი პროდუქცია ეხმარება რუსეთს ომის წარმოებასა და სანქციებისთვის თავის არიდებაში.

განცხადების თანახმად, სანქციებმა ზიანი უნდა მიაყენოს რუსეთის ენერგეტიკულ, ასევე მეტალის ინდუსტრიებს; სანქციებისთვის თავის არიდებას; რუსეთის სამხედრო-საწარმოო ბაზას; ბელარუსის მიერ რუსეთის მხარდაჭერას.

უფრო დეტალურად, 100-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირს 16 იურიდსიქციაში სანქციები დაუწესდება იმის გამო, რომ ისინი მოსკოვს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარებოდნენ.

ასევე, სანქციები შეეხება არაერთ რუსულ კომპანიას სხვადასხვა ზემოთ ხსენებულ სექტორში.

მასალების გადაბეჭდვის წესი