ისრაელის მთავრობამ მხარი დაუჭირა აშშ-ის შეთავაზებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებასთან დაკავშირებით, იუწყება AP. შეთანხმების მიღწევას საკმაო ხანია უშლიდა რიგი საკითხები, რომელზეც მხარეები – ისრაელი და „ჰამასი“ – ვერ თანხმდებოდნენ. შუამავლები კი კომპრომისის გამონახვას ცდილობდნენ.
გამოცემის ცნობით, ისრაელის თანხმობაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, მას შემდეგ, რაც ისრაელის პრემიერთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართა შეხვედრა. ბლინკენი ასევე გაემგზავრება კატარსა და ეგვიპტეში – ორ ქვეყანაში, რომელიც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ასევე ასრულებს შუამავლის ფუნქციას.
„ძალიან კონსტრუქციული შეხვედრისას პრემიერმა ნეთანიაჰუმ დამიდასტურა, რომ ისრაელი მხარს უჭერს შეთანხმებას. შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჰამასის თანხმობა“, – თქვა ბლინკენმა. კონკრეტულად როგორი იქნება შეთანხმება, მას არ უთქვამს.